გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამპყრობელმა 70-ზე მეტი შეტევა განახორციელა ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
გენშტაბის ინფორმაიცით, მტერი დიდი დანაკარგებით არ წყვეტს შეტევითი ოპერაციებს ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ნევსკოესა, ბელოგოროვკას, ვერხნეკამენსკოეს, ნიკოლაევკას, კრასნაია გორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს და კურდიუმოვკას დასახლებებზე. "- ნათქვამია გენერალური შტაბის ანგარიშში.