სამუშაო თათბირი მთავრობაში

02 თებერვალი 2023, 17:41 620 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება. აღინიშნა, რომ აგრარული მიმართულებით გაგრძელდება ყველა ის ძირითადი პროგრამა/პროექტი რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებდა, ესენია: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, დანერგე მომავალი, აგროდაზღვევის პროგრამა, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი