უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შესვლას ითხოვს.
"კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქესთან დამიშვან. ვინაიდან, რამდენჯერმე ვესაუბრე საქართველოს ომბუდსმენს და რამდენიმე წერილი დავწერე იუსტიციის სამინისტროში და არანაირი პასუხი არ მიმიღია. ის, რასაც ფოტოებსა და ვიდეოებში ვხედავთ - არის უკრაინის მოქალაქის წამება. უკრაინა გვერდზე არ იდგება, როდესაც მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში იმყოფებიან და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ”, - წერს ლუბინეცი.
უკრაინის ომბუდსმენი ასევე უფლება დამცველებს მიმართავს, რომ გავლენა იქონიონ საქართველოს მთავრობაზე.