გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად თურქულ „დარუშაფაქას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 80:59 მოუგო.
ქართველმა ცენტრმა კი მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და „ტენერიფეს“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. გიორგიმ მოედანზე 19:19 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და MVP-ს ტიტულიც დაისაკუთრა.
ორი ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 7 თებერვალს, შინ „ბილბაოსთან“ გამართავს.