უკრაინაში სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელების მთელი შემადგენლობა გაათავისუფლეს - ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი ზვიაგინცევი იქნება.
უკრაინული მედია წერს, რომ თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლებენ ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ვადიმ გუცაიტს და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრს, პაველ რიაბიკინს.