შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობას და ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას და განიხილეს ამ მიზნით განხორციელებული, ასევე მიმდინარე ღონისძიებები.