შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილზე დარღვევით დგომისთვის საჯარიმო სანქცია 4-ჯერ გაიზარდა - ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

01 თებერვალი 2023, 12:11 589 ნახვა

შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილზე დარღვევით დგომისთვის საჯარიმო სანქცია 4-ჯერ გაიზარდა. არასწორი პარკირებისთვის მძღოლები 50 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდებიან, - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხო ველობილიკზე არასწორი პარკირების მუხლსაც. სამართალდამრღვევს 50-ის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევს.

"პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში გამოვლინდა 9 296 სამართალდარღვევა. მათ შორის:

• 2 328- პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა;

• 2 369 - ტროტუარზე დგომა;

• 3 808 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;

• 469 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;

• 276 - ველობილიკზე არასწორი პარკირება;

• 46 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;

• 156 - ევაკუირებულია", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში