ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
"ძალიან არ მომწონს, როდესაც კეთდება განცხადებები და არ ხდება კონკრეტული ცვლილებები. ამიტომ, ჩემი წარმოდგენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ზოგადად. ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დავტოვო საპარლამენტო პოსტი და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის პოპულისტური, მაგრამ საზიანო პარტიისთვის“, - აცხადებს დეკანოიძე.