საქართველო არ მიიღებს ე.წ.-ულ 3+3 ფორმატში მონაწილეობას. ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
ლავროვის უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს და მოსკოვის მიზანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 საკონსულტაციო პლატფორმა გაააქტიუროს.
ეს ფორმატი 2021 წელს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ერდოღანის ინიციატივით დაიწყო, თუმცა საქართველომ უარი თქვა მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ რუსეთთან ერთად სამშვიდობო პლატფორმაში ვერ ჩაერთვებოდა.