საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა დაიწყეს

31 იანვარი 2023, 14:43 551 ნახვა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან სანდასუფთავების მანქანით წიგნები ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გადააქვთ, სადაც შენობის რეაბილიტაციამდე იქნება დასაწყობებული. საბიბლიოთეკო ფონდის შეფუთვისა და შენახვისათვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 52 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გასული წლის აგვისტოში გამოცხადდა. შენობა ავარიულობის მიზეზით კი 2022 წლის მაისში დაიკეტა. ტენდერში შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფმა“ გაიმარჯვა.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დაიხარჯება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე უნდა დაასრულოს, რეაბილიტაციისათვის მილიონ 482 ათას 761 ლარს დახარჯავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი