შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი

31 იანვარი 2023, 14:13 431 ნახვა

შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია. იგი სატესტო რეჟიმში გასული წლის მაისიდან მოქმედებს. მისი მიზანი სატელეფონო კონსულტირების გზით ცნობადობის ამაღლებაა.

უწყების ინფორმაციით სატელეფონო კონსულტაციები იმართება დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან.

შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი  ორდონიანი საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც დაკომპლექტებულია ცხელი ხაზის ოპერატორების, შრომის სამართლის კონსულტანტის, შრომის უსაფრთხოების კონსულტანტისა და ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციებისგან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი