ბელგიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ბრიუსელის მეტრო სადგურში სამი ადამიანი დანით დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია - აცხადებენ ოფიციალური პირები.
30 წლის თავდამსხმელის დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ გამორიცხა ტერაქტი, პროკურატურამ ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა.
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს თანახმად, თავდამსხმელი პოლიციისთვის მანამდე ცნობილი იყო.