პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

31 იანვარი 2023, 10:38 485 ნახვა

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. საავადმყოფოებში 100-მდე დაჭრილი რჩება.

შემთხვევის დროს ადგილზე 300-დან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული.

ამ ეტაპზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. პაკისტანის „თალიბანმა“ მომხდართან კავშირი უარყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში