მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ დღის წესრიგში დგას. ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით ის კორონავირუსს ებრძვის და ტემპერატურა და ხველება აქვს.
აქვე ეხმაურება გუშინ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს და არა გადასხმებზე.
ზურაბ ჩხაიძის განცხადებით პაციენტმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა.