ავარიას პერუში მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა სულ მცირე 24 ადამიანი

29 იანვარი 2023, 10:02 431 ნახვა

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პერუს ჩრდილოეთით. ავტობუსში, რომელიც კლდიდან გადავარდა, 60 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, აღნიშნეს, რომ ავტომობილი იყო გამართული და გავლილი ჰქონდა უსაფრთხოების განახლებული ინსპექტირება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი