არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. ფინალურ დაპირისპირებაში ბელარუსმა ჩოგბურთელმა ყაზახეთის სახელით მოასპარეზე, ელენა რიბაკინა სამ სეტში, 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში რიბაკინა უკეთ გამოიყურებოდა და სააბოლოდ 4:6 მოიგო, თუმცა მომდევნო ორი სეტი 24 წლის ბელარუსის უპირატესობით წარიმართა - 6:3, 6:4 იმარჯვა და კარიერაში დიდი სლემის მოგება პირველად მოახერხა.
არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის მოგებისთვის 1 998 278 აშშ დოლარს და 2 ათას სარეიტინგო ქულას მიიღებს, გარდა ამისა WTA-ს განახლებულ რეიტინგში მე-5 პოზიციიდან მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებს.