კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამედ აირჩიეს

26 იანვარი 2023, 19:32 532 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცა. „შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი