ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი ექსპერტიზაზე გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. ინასარიძის ქუჩის 14 ნომერში ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათი მუშაობდნენ. მეზობლები და ნათესავები მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.