საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ლიგა ბათუმის ''ბასკომ'' გამარჯვებით დაიწყო.
პირველ ტურში ივანე მაისურაძის გუნდმა გასვლაზე ''გორი'' 60-65 დაამარცხა. ''ბასკოს'' მხრიდან ლევან ხაბაზმა 24 ქულა,15 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა, ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა საბა სალაძეს, რომლის ანგარიშზე 13 ქულა, 16 მოხსნა და 6 ჩაჭრა იყო.
"ბასკო'' ხვალ 24 იანვარს 18 წლამდელთა ლიგის მეორე ტურში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ''ბრუკლინს'' დაუპირისპირდება. შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.
კალთბურთის ფედერაციის ახალი ფორმატით 18 წლამდელთა 14 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. ანუ ''ა'' და ''ბ'' ჯგუფში 7-7 გუნდი იქნება და მომდევნო ეტაპზე კი 4-4 საუკეთესო გავა.
B ჯგუფში ბათუმის ''ბასკოსთან'' ერთად, სოხუმის ''კოლხა'', ''გორი'' , თბილისის ''ბასკეტი 1'' , ''დინამო'' , ''ბრუკლინი'' და ''ვინქსი 1'' არიან.
ივანე მაისურაძის გუნდი პირველ საშინაო შეხვედრას 3 თებერვალს ბათუმის სპორტის სასახელში სოხუმის ''კოლხას'' წინააღმდეგ ითამაშებს.