ევროკავშირი ამბობს, რომ გასულ წელს საკუთარ საზღვრებზე უკანონო კვეთის „უპრეცედენტო კრიზისის“ წინაშე აღმოჩნდა. გაერთიანება მომავალ თვეში მიგრაციის საერთო პოლიტიკის შემუშავებაზე იმსჯელებს. მანამდე კი ევროკავშირში ფიქრობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით ფრენების დამატებით, რუსეთს ახალი კრიზისის გამოწვევის განზრახვა აქვს ზუსტად ისე, როგორც ბელარუსი პოლონეთის საზღვრებთან მოიქცა. ევროკავშირი ბელარუსს „სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ“ მიგრაციაში ადანაშაულებს. დეტალები „ამერიკის ხმის“ სიუჟეტში.