მომდევნო 4 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება მზიანი ამინდი, ტემპერატურა +13, +15 გრადუსი, ხვალიდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ქარი დაიწყებს შესუსტებას.
სანაპირო კურორტებზე თბილი და მზიანი ამინდი კვლავ გაგრძელდება, ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთს, მზიანი მაგრამ ცივი ამინდი გაგრძელდება, ტემპერატურა +6, +8 გრადუსამდე მოიმატებს.