საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულები კლინიკაში რჩებიან

23 იანვარი 2023, 10:25 511 ნახვა

საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებული ხუთი ადამიანიდან სამი მკურნალობას ამ დრომდე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში" განაგრძობს.

კვლავ მძიმეა ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. 

საგარეჯოში სროლისას სულ 5 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთს: ახალგაზრდა ქალს რომელსაც თვალში შუშის ნამსხვრევი მოხვდა, ოპერაცია თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში ჩაუტარდა. ის კლინიკიდან შაბათს გაწერეს.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი