რუსული სახელმწიფო არხის RT-ს ფრანგულენოვანი განყოფილება მუშაობას წყვეტს

22 იანვარი 2023, 11:29 452 ნახვა

რუსული ტელეარხი „რტ ფრანსი“  საბანკო ანგარიშების დაბლოკვის გამო საფრანგეთში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერში მისმა მთავარმა რედაქტორმა გაავრცელა.

ქსენია ფიოდოროვას თქმით, საბანკო ანგარიშების გაყინვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ სახაზინოს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის საფუძველზე მოხდა.

ცნობისთვის, სხვა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებთან ერთად, RT France-ის ევროკავშირში მაუწყებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იყო აკრძალული, თუმცა არხი მუშაობას განაგრძობდა.

მასმედიის ევროპელმა რეგულატორებმა ეჭვქვეშ დააყენეს ტელეარხის მიერ იმ მოვლენების გაშუქების ობიექტურობა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასთან არის დაკავშირებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი