ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

21 იანვარი 2023, 11:05 583 ნახვა

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ორ კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

სატყეო სააგენტოს ცნობით, როგორც ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში