ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

21 იანვარი 2023, 11:10 534 ნახვა

ომის 332-ე დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპანტი არ წყვეტს იერიშს. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 155-ზე მეტი ფაქტი. 

გასული დღე ღამის განმავლობაში დაიბომბა ნიკოპოლის რაიონი, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დონეცკის ოლქში კი ბოლო 24 საათში კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 7 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქში. 

გენშტაბის ცნობით მტერი ყოველდღიურად განიცდის ცოცხალი ძალის დანაკარგს, მხოლოდ ლუგანსკის ოლქში სამედიცინო დაწესებულებაში  300-ზე მეტი  სამხედროა მოთავსებული.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით კი უკრაინას ტანკები ისევ სჭირდება და ქვეყანამ ამისთვის უნდა იბრძოლოს, რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის განცხადებით უკრაინის გამძლეობა კიდევ უფრო გამყარდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი