უკრაინა მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რომელიც მას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდება, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ პრეზიდენტს კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია უჭერს თუ არა მხარს პოლონეთის განზრახვას, უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკების გაგზავნის თაობაზე.
აღნიშნულ კითხვაზე ბაიდენმა უპასუხა, რომ უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას.
ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ.