უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ''ტალინის დეკლარაცია'' გაფორმდა

20 იანვარი 2023, 14:12 656 ნახვა

ევროპის 9 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და უწყების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს „ტალინის დეკლარაციას“, რომელიც უკრაინისთვის უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას გულისხმობს.

დეკლარაციას ხელი დიდი ბრიტანეთის, ესტონეთი, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს. მათ შეუერთდნენ დანიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლებიც. 

დოკუმენტი საბრძოლო ტანკებისა და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გულისხმობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი