საფეხბურთო შოუ საუდის არაბეთში

20 იანვარი 2023, 10:26 566 ნახვა

საუდის არაბეთის დედაქალაქი რიადი ბოლო დღეებში დიდი ფეხბურთის მექად იქცა.  მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე ჯერ ესპანეთის სუპერთასი გათამაშდა, შემდეგ - იტალიის, გუშინ კი გაიმართა ამხანაგური მატჩი-შოუ, რომლის ცენტრში იყვნენ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. 

„ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ ვარსკვლავების გუნდმა ამხანაგურ მატჩში „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და 4:5 დამარცხდა. ერთმანეთს რონალდო და მესი დაუპირისპირდნენ.

არგენტინელმა ანგარიში გახსნა, პორტუგალიელმა კი „ალ ნასრიში“ გადასვლის შემდეგ საუდის არაბეთში პირველად იასპარეზა და დუბლი შეასრულა. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი