დინამო თბილისის წყალბურთის გუნდმა თურქულ გალათასარაისთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქე 16:9 დაამარცხა. გალათასარაი ჩელენჯერის თასზე თამაშობს და საკმაოდ ძლიერი გუნდია.
დინამო თბილისის მხრიდან თურქულ კლუბს გოლები ანდრია ვლაჰოვიჩმა , რეზი იმნაიშვილმა, სტეფან პიეშივაცმა, იოვან სარიჩმა, მაქს მალიშაუმ, ხვიჩა ჯახაიამ და გიორგი მაგრაქველიძემ გაუტანეს.
დინამო თბილისს ხუთ დღეში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თბილისში გერმანულ ჰანოვერს უმასპინძლებს, რომელსაც დინამო თბილისის მსგავსად 5-დან 5 მატჩი აქვს წაგებული. შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება.