საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

18 იანვარი 2023, 20:08 947 ნახვა

საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2023-ში  მონაწილეობს. გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებიან.

მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანიაა წარდგენილი. 

გამოფენის ფარგლებში, ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, საერთაშორისო მედიებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან.

FITUR -2023-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ  ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში