‘’ნაციონალური მოძრაობა’’ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.საკრებულოს წევრი რეზო ხარაზის განცხადებით, მერიამ ქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების 78 მილიონიანი ტენდერის პირობები კომპანია ''ანაგს'' მოარგო. მისი განცხადებით, კომპანია ''ქართული ოცნების'' შემომწირველია და მსხვილ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს.
ბათუმის მერია ოპოზიციის ბრალდებებს არ გამოხმაურებია.