ბუბა კიკაბიძე ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც დღეს და ხვალ სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ხელოვანის ხსოვნას პატივს მიაგებენ მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
19 იანვარს კი ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. უკანასკნელ გზაზე სახალხო არტისტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გააცილებენ.
ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.