თამარის დასახლებაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულების განსახლება უახლოეს 2 დღეში იგეგმება- აცხადებს ზურაბ პატარაძე. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მოხდება მათი დროებით საცხოვრებელში გადაყვანა. მისივე ინფორმაციით ჯერ არ არის გადაწყვეტილი რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახებს.