არესტოვიჩმა დნიპროს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

17 იანვარი 2023, 11:05 591 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა  მის განცხადებას დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ სერიოზული შეცდომა უწოდა.

განცხადების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელის მიერ. მისი თქმით, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელსაც ოპოზიცია რუსებთან ერთად ახორციელებს. არესტოვიჩმა მოუბოდიშა იმ ადამიანებს, ვინც მისი სიტყვებით დაზარალდა.

14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც  ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი