ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. ისევ ებრძვიან სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს, რომლის მასშტაბებიც დიდია. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია ლანჩხუთი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. არის მსხვერპლიც. ბათუმიდან თბილისში მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში ვითარებას, სოფლები დენის, წყლისა და გაზის, შენობები კი სახურავების გარეშეა დარჩენილი. მოგლეჯილია ხეები.