ამაღამ, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ძლიერი ყინვა: დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, გრადუსამდე დაეცეს. სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს. 1 და 2 თებერვალს კვლავ დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი იქნება.