FIFA 2022 წლის საუკეთესოებს მალე დაასახელებს

13 იანვარი 2023, 11:09 465 ნახვა

ფიფამ ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის 14 ნომინანტის სია. სიაშია ანალოგიური პრიზის, "ოქროს ბურთის" მფლობელი ქარიმ ბენზემა და 2022 წლის კატარის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირი კილიან მბაპე. 

სიაში არ არის კრიშტიანო რინალდო, რომელიც წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ არაბულ ალ-ნასრში გადავიდა. 14 ნომინანტში სულ 2 მსოფლიოს ჩემპიონია - მესი და ხულიან ალვარესი.

ასევე ორია ვიცე-ჩემპიონიც: მბაპე და ბენზემა. ორი წარმომადგენელი ჰყავს ბრაზილიასაც - ნეიმარი, ვინისიუსი. დანარჩენ 8 ქვეყანას - ინგლისი, ბელგია, ნორვეგია, მაროკო, პოლონეთი, სენეგალი, ხორვატია, ეგვიპტე სიაში თითო წარმომადგენელი ჰყავს.

სიაში არ არის არცერთი იტალიელი და არცერთი იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელი.

ცნობილი გახდა 2022 წლის 5 საუკეთესო მწვრთნელი ნომინანტის ვინაობაც ვაჟთა ფეხბურთში. ესენია: კარლო ანჩელოტი, დიდიე დეშამი, ხოსეპ გვარდიოლა, ვალიდ რეგრაგი და ლიონელ სკალონი.

ფიფამ ასევე გამოაქვეყნა 2022 წლის საუკეთესო გოლკიპერობის ხუთი კანდიდატის სია - ალისონ ბეკერი - ბრაზილია, იასინ ბონო - მაროკო, ტიბო კურტუა - ბელგია, ედერსონი - ბრაზილია და ემილიანო მარტინესი არგენტინა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში