„ელ-კლასიკო“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში

13 იანვარი 2023, 10:49 716 ნახვა

"ბარსელონამ" თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 დაამარცხა "ბეტისი" და სუპერთასის ფინალში "რეალს" შეხვდება. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებითში გუნდებმა გოლები გაცვალეს, პენალტებში კი ორჯერ იყოჩაღა კატალონიელთა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა.

"ელ კლასიკო" სუპერთასზე 15 იანვარს, კვლავ ერ-რიადის "კინგ ფაჰდიზე" გაიმართება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ "რეალი" სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულია, რეკორდსმენი კი - "ბარსელონა" 13 გამარჯვებით.

"სამეფო კლუბმა" 12-ჯერ მოიგო სუპერთასი და კვირას შანსი აქვს, „ბარსელონას“ გაუთანაბრდეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი