ბახმუტსა და სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გამართული სხდომის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ზელენსკის თქმით, განიხილეს შეიარაღებული ძალების გაძლიერების საკითხი.