საქართველოში სტიქიის შედეგებს ითვლიან

12 იანვარი 2023, 17:02 644 ნახვა

მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან საქართველოს ცალკეულ რეგიონში.  სენაკში   ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა.   დაშავებულია   სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.   მათ გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ.

ჯერ კიდევ ითვლიან  მუნიციპალიტეტში უამინდობისგან მიყენებულ ზარალს კომისიები სამეგრელოში, ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა.

სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. გურიასა და  იმერეთშიც  ხეებია  მოგლეჯილი  და ელექტროსადენები დაზიანებული

სინოპტიკოსების   ვარაუდით, ძლიერი ქარი ქვეყანაში დღეს და ხვალ შენარჩუნდება. დილიდან გართულებული იყო  გადაადგილება დედაქალაქშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი