უკრაინელი ბავშვიანი ოჯახები საქართველოში ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

12 იანვარი 2023, 17:29 743 ნახვა

470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.

ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა.

კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505.“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში