სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვა დაიწყო

12 იანვარი 2023, 11:09 537 ნახვა

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო. 2023 წლის ქართული „ოლ სტარის“ მატჩი-აქცია 22 იანვარს, 16:00 საათზე, რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

„ოლ სტარში“ მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგო მოთამაშეებსა და ასისტენტებს მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ.

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში - ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსის ექვსი მონაწილე სუპერლიგის პირველი წრის 3-ქულიანი სროლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე კალათბურთელი იქნება.

გულშემატკივრებს  ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ. გამოკითხვის შუალედური შედეგები 16 იანვარს გამოქვეყნდება, ხოლო პროცესი 20 იანვარს, დღის 12:00 საათზე დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი