აგროსერვისცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ნინო თამაზაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლეს. მან დღეს პერფომანსი გამართა და რუსეთის დროშა გათელა.
აცხადებს, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფარგლებში მალე პარტია „სამშობლოს“ აფუძნებს.
თამაზაშვილი პარტიის ჩამოყალიბებისთვის სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებდა და ახლა დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან გაშვებაც ამ აქტივობებს უკავშირდება.