ელექტროენერგიის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის

11 იანვარი 2023, 11:49 594 ნახვა

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება გაგრძელდება.

მთავრობის ინფორმაციით, ისინი, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან და 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის მიიღებენ სუბსიდიას - 1 კვტ სთ-ზე 12 თეთრამდე. 70000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის კი განხორციელდება 200 კვტ სთ-მდე ელექტროენერგიის სუბსიდირება.

ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი