ქობულეთის “შუქურას” ოფიციალური განცხადება

09 იანვარი 2023, 17:31 1068 ნახვა

ქობულეთის ''შუქურა'' მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ „შუქურას“ ინვესტორი და მენეჯმენტი აღიარებს დროებითი ფინანსური შეფერხებების ფაქტს, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ იდგმება ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, გარე ძალები ცდილობენ კლუბის დისკრედიტაციას და „შუქურასთან“ დაკავშირებით არასასურველი მოლოდინების შექმნას. გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ „შუქურა“ არა თუ არ დაიშლება, არამედ ყველა პრობლემა მალე გადაიჭრება და ჩვენი გუნდი განვითარების გზით გააგრძელებს სვლას. ძალიან მალე ყველა დაინახავს, თუ რა დადებითი ძვრები განხორციელდება კლუბის განვითარების მიმართულებით“ - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთელებმა 2022 წელს ეროვნული ლიგა 2 მოიგეს და წელს ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი