ჯო ბაიდენი მექსიკაში ჩავიდა

09 იანვარი 2023, 11:09 494 ნახვა

თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეზობელ მექსიკას  ეწვია. აეროპორტში მას მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ  ობრადორი  დახვდა.  ბაიდენი და ობრადორი ჩრდილოეთ ამერიკის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას, ხვალ სამიტს კანადის პრემიერ-მინისტრი  ჯასტინ ტრიუდო შეუერთდება.  

მექსიკაში გამგზავრებამდე  ბაიდენი ეწვია აშშ-მექსიკის საზღვარს და კედლის ის მონაკვეთი დაათვალიერა, რომელიც ორ ქვეყანას ყოფს.

გასულ კვირას  ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გაამკაცრებს  სამიგრაციო კონტროლს საზღვარზე კუბელი, ჰაიტელი და ნიკარაგუელი მიგრატების დაბლოკვით და გააფართოვებს  იმ ეროვნებათა სიას, რომელთა  უკან მექსიკაში  დაბრუნება იქნება შესაძლებელი .

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი