ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული კლუბი ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა. "შუქურას" ფეხბურთელებს კუთვნილი ანაზღაურება თითქმის სამი თვის განმავლობაში არ მიუღიათ.
ხელფასების არგადახდის შემთხვევაში, დიდი შანსია, ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული გუნდი დაიშალოს, რადგან ხუთი ფეხბურთელის გარდა, დანარჩენ მოთამაშეებს კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით უკვე შეუძლიათ.
"შუქურა" ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი 60 ქულით გახდა. რევაზ გოცირიძის გუნდმა გასულ სეზონში 28 თამაშიდან 19-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა, 6-ჯერ კი დამარცხდა.