5 იანვარს ახალგაზრდა კაცის დაჭრისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს, მას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
დაჭრილი კაცის მდგომარეობა კი კარგია და მას ხვალ სახლში გაწერენ. შემთხვევა 5 იანვარს ბათუმში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით კონფლიქტი პარკირების გამო გამოწვეულ შელაპარაკებას მოჰყვა.