საქართველოში შემოვალ ტანკებით, აფხაზეთის მხრიდან შემოვალ, გადაგივლით, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.
ყარალაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია. გარდა ამისა იგი სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებებით მიმართავს მოსახლეობას.
ნოდარ ყარალაშვილი 2010 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს. მას 11 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყარალაშვილი 2013 წელს შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.
ამჟამად ნოდარ ყარალაშვილი უკრაინული ლეგიონის, გალიჩინას მეთაურია.