დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

08 იანვარი 2023, 14:01 785 ნახვა

29 წლის კაცის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

რაც შეეხება დაჭრილ კაცს, იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და პაციენტი ხვალ სახლში გაეწერება. შემთხვევა 3 დღის წინ  მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი პარკირების გამო შელაპარაკება გახდა. დაკავებულმა ახალგაზრდა კაცი დაჭრა და მიიმალა. იგი შემთხვევიდან ერთი დღის შემდეგ დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი